ახალი ესპანური ბრენდი ბათუმში - Occidental Hotels & Resorts „იელთი ჯგუფისგან“ ბათუმში ახალი ესპანური ბრენდის Occidental Hotels & Resorts-ის სასტუმრო გაიხსნება. პროექტი „იელთი ჯგუფისა“ და Barceló Hotel Group-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მზარდ როლს საერთაშორისო სასტუმრო და საინვესტიციო ბაზარზე.

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც „იელთი ჯგუფს“ ესპანური სასტუმრო ქსელის, Barceló Hotel Group-ის წამყვანი ქვებრენდი - Occidental Hotels & Resorts საქართველოში შემოჰყავს. სასტუმრო ბათუმის ახალ ბულვარში, მულტიფუნქციურ კომპლექსში - „იელთი კვარტალში“ განთავსდება. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის ტურისტული და უძრავი ქონების სექტორისთვის, რადგან Occidental-ის ბრენდი ცნობილია თავისი ფუნქციონალურობით და კომფორტით, ხოლო თავად პროექტის მართვაზე Barceló Hotel Group-ის მენეჯმენტი იზრუნებს, რომელიც მომსახურების ევროპულ ხარისხს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ „იელთი ჯგუფი“ Barceló Hotel Group-თან უკვე 2024 წლიდან წარმატებულად თანამშრომლობს ექსკლუზიური პარტნიორის სტატუსით, რომლის ფარგლებშიც თბილისის შუაგულში მასშტაბური პროექტი - „ესპანური კვარტალი“ შენდება.

საერთაშორისო ბაზარზე ქსელის პოზიციონირებას მისი გლობალური სტატისტიკაც ადასტურებს. Barceló Hotel Group მსოფლიოს უმსხვილეს სასტუმრო ქსელების ოცეულში შედის და ესპანეთში სიდიდით მეორე ოპერატორია. ჯგუფი ამჟამად აერთიანებს 250-ზე მეტ 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროს მსოფლიოს 25 ქვეყანაში. თავად ბრენდი Occidental Hotels & Resorts ორიენტირებულია "Easy Living" კონცეფციაზე, რაც გულისხმობს პრაქტიკულ კომფორტს, ლოკალურ გარემოსთან სწრაფ ადაპტაციასა და მაღალ სტანდარტებს, რაც სრულად იქნება წარმოდგენილი ბათუმის ახალ ბულვარშიც. Barceló Hotel Group-ის განვითარების ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ მდგრადი ზრდა, ოპერაციული სრულყოფილება და უწყვეტი ინოვაცია გრძელვადიანი წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალებია.

მსოფლიოს წამყვან სასტუმრო მმართველ კომპანიად (World's Leading Hotel Management Company) ზედიზედ მეხუთედ დასახელება მხოლოდ მორიგი ჯილდო არ არის, ეს არის იმ კორპორაციული კულტურის აღიარება, რომელიც ეფუძნება ხარისხს, სტუმრის გამოცდილებას, ღირებულების შექმნასა და გრძელვადიან ხედვას. Barceló Hotel Group-ის საერთაშორისო რეპუტაციისა და ოპერაციული ექსპერტიზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დადასტურებაა Kempinski Group-თან სტრატეგიული პარტნიორობა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, Barceló უზრუნველყოფს Kempinski-ის პორტფელში შემავალი უმაღლესი კლასის სასტუმროების კომერციულ და ოპერაციულ მართვას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმრო ოპერატორის პოზიციას და ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალური სასტუმრო მენეჯმენტი ინვესტორებისა და ქონების მფლობელებისთვის მდგრადი ღირებულების შესაქმნელად.

„იელთი ჯგუფის“ სტრატეგიული თანამშრომლობა Barceló Hotel Group-თან, კომპანიის მიერ შექმნილი პროექტების მასშტაბებს, სანდოობასა და საერთაშორისო ხარისხს ადასტურებს. ამასთანავე, „იელთი კვარტალში“ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს ინტეგრაცია და Barceló-ს მართვის ევროპული სტანდარტი მფლობელებსა და სტუმრებს პრემიუმ კლასის მომსახურებას შესთავაზებს, რაც თავის მხრივ, ინვესტიციების მომგებიანობის გარანტიაა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ეს არ არის უბრალოდ შეთანხმება, ეს არის ევროპული გამოცდილებისა და სტუმარმასპინძლობის სტანდარტების ინტეგრაცია ქართულ ბაზარზე და „იელთი ჯგუფი“ საფუძველს უყრის პროექტს, რომელიც ახალ ეტაპზე გადაიყვანს მიმდინარე დეველოპმენტს. გამოცდილ და მასშტაბურ ბრენდთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს შექმნას მაღალი კლასის მიზიდულობის ცენტრი, როგორც დედაქალაქში, პროექტ „ესპანურ კვარტალში“, ისე საქართველოს შავიზღვისპირეთში - „იელთი კვარტალში“.