EltGroup
იელთი ჯგუფი

ლიდერი კომპანია 9 წლიანი გამოცდილებით უძრავი ქონების სექტორში

ის, რაც „იელთი ჯგუფს“ ხდის უნიკალურს, არის მომხმარებელზე ფოკუსირება, საერთაშორისო სტანდარტების უპირობო დაცვა მშენებლობა/დიზაინის მიმართულებით და მისწრაფება, ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურად ვაგრძნობინოთ, თუ რას ნიშნავს იცხოვრო 5-ვარსკვლავიან სასტუმრო გარემოში ყველა თანმდევი პრემიუმ სერვისითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით.

პროექტი

აშენდა და გაიყიდა

ინვესტიციის მოცულობა

ქვეყნიდან მესაკუთრეები

„იელთი ჯგუფის“ ხედვა ითვალისწინებს ცხოვრების თანამედროვე სტანდარტების შექმნას ჩვენი მომხმარებლებისთვის, რაც თავის თავში გულისხმობს მათი საჭიროებების ინტეგრირებას ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან. სწორედ მომხმარებლისა და ბაზრის ტენდენციების უწყვეტმა კვლევამ მიგვიყვანა ჩვენი განვითარების ინოვაციურ მოდელამდე, რომელსაც ვუწოდებთ „კვარტლის კონცეფციას“. ჩვენი "კვარტლის კონცეფცია" წარმოადგენს ურბანული განვითარების ინოვაციურ მოდელს საქართველოში, რომელიც ცალკეული შენობების სანაცვლოდ, სრულყოფილ საცხოვრებელ ეკოსისტემებს აყალიბებს. თითოეული კვარტალი არქიტექტურულად სამეზობლოში საცხოვრებელ, სასტუმრო და კომერციულ სივრცეებს აერთიანებს.

პროექტები

კომპანიის მიერ უკვე აშენებული და რეალიზებულია 470 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი „იელთი კვარტლის“ სახით ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ და „ესპანური კვარტლის“ სახით თბილისში.

„იელთი კვარტალი“ წარმოადგენს კომპანიის ფლაგმანურ პროექტს, რომლის მთავარი უპირატესობა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა. პროექტი ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ, ზღვის პირველ ზოლში, დახვეწილ, კომფორტულ და საინვესტიციოდ მიმზიდველ ეკოსისტემას ქმნის.ეს მასშტაბური განვითარება 12 ბლოკს აერთიანებს. მათგან აღსანიშნავია უკვე მოქმედი, ცნობილი ამერიკული ბრენდის სასტუმრო La Quinta by Wyndham. გარდა ამისა, კვარტალში განთავსდება ცნობილი ესპანური ბრენდირებული სასტუმრო - Occidental Hotel.

პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი „ესპანური კვარტალი“ თანამედროვე ურბანული ცხოვრების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს თბილისში. პროექტი მობინადრეებს მდინარე მტკვრისა და თბილისის ულამაზეს პანორამულ ხედებს სთავაზობს. სასტუმროს ტიპის აპარტამენტები ბარდება სრულად მოწყობილი, „გასაღების ჩაბარების“ (Turn-Key) კონცეფციით. დიზაინი შემუშავებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ, თანამედროვე არქიტექტურის აქტუალური ტენდენციების გათვალისწინებით.

„იელთი ჯგუფი“ აქტიურად აფართოებს თავის მასშტაბებს და საქმიანობას საქართველოს ტურისტულად და მეღვინეობით გამორჩეულ რეგიონში, კახეთში იწყებს. კომპანიის მიერ უკვე დაგეგმილია სამი ახალი პროექტი ბათუმში, თბილისსა და კახეთში, რომლებიც გაყიდვაში 2026 წლის მეორე ნახევარში ჩაეშვება.

„იელთის“ თითოეული პროექტი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების სტანდარტებით იქმნება, რაც გულისხმობს პრემიუმ ხარისხის მასალებს, მართვის სრულყოფილ სერვისებსა და მომგებიან საინვესტიციო შემოსავალს.

ინვესტორთა გლობალური ბაზა

„ჩვენი მესაკუთრეების გეოგრაფია ფართოა, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიის მდგრადობის მყარი დასტურია. საინვესტიციო პორტფელი ასე ნაწილდება: 60%-ს 67-ზე მეტი ქვეყნის არარეზიდენტი ინვესტორი შეადგენს, 30%-ს ქართული დიასპორა საზღვარგარეთიდან, ხოლო 10%-ს თბილისისა და ბათუმის ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც უძრავ ქონებას საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ იძენენ.

საერთაშორისო პარტნიორობა

ჩვენი გაცხადებული მისიის შესაბამისად, მტკიცედ გვჯერა, რომ მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირება, ფასდაუდებელია საქართველოს ბაზარზე უმაღლესი დონის უძრავი ქონების საინვესტიციო პროდუქტების შექმნისთვის.

„იელთი ჯგუფის“ ოფიციალური პარტნიორია Wyndham Hotels & Resorts - ამერიკული კომპანია, რომელიც სასტუმროების რაოდენობის მიხედვით აღიარებულია მსოფლიოში უმსხვილეს ფრანჩაიზერად და ერთ-ერთ წამყვან სასტუმრო ოპერატორად. ბრენდის პორტფოლიო მოიცავს 95-ზე მეტ ქვეყანაში 25 ბრენდს (ეკონომ, პრემიუმ და upper-midscale სეგმენტებში), რომლებიც 9,300-ზე მეტ სასტუმროსა და 876,000 ნომერს აერთიანებს.

2025 წელს ბათუმში „იელთი ჯგუფმა“ გახსნა კავკასიის რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham სასტუმრო. ამავე წელს, ლას-ვეგასში გამართულ Wyndham-ის გლობალურ კონფერენციაზე, „იელთი ჯგუფი“ დაჯილდოვდა პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოთი - International Opening Award.

Barceló Hotel Group კომპანიის ოფიციალური პარტნიორია. ის ესპანეთის სიდიდით მეორე და მსოფლიოს TOP-20 უმსხვილეს სასტუმრო ინდუსტრიის ლიდერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქსელია. ბრენდი უცვლელად ინარჩუნებს საერთაშორისო აღიარებას და ფლობს ევროპის ლიდერი სასტუმრო მენეჯმენტის კომპანიის ტიტულს (World Travel Awards, 2023 - 2025). Barceló გლობალური მასშტაბით, მსოფლიოს 25 ქვეყანაში, 250-ზე მეტ, პრემიუმ კლასის (4 და 5 ვარსკვლავიან) სასტუმროსა და 62 000-ზე მეტ ექსკლუზიურ ნომერს აერთიანებს, რაც სტუმარმასპინძლობის უმაღლეს სტანდარტს განსაზღვრავს.

საერთაშორისო მმართველი კომპანია IPM - International Property Management წარმატებით ოპერირებს ევროპის 5 ქვეყანაში და უზრუნველყოფს აპარტამენტებისა თუ ბუტიკ-სასტუმროების სრულ მენეჯმენტს. „იელთი ჯგუფთან“ სტრატეგიული პარტნიორობით, კომპანია გამჭვირვალობისა და მაღალი პროფესიონალიზმის პრინციპებით მართავს ექსპლუატაციაში შესულ პროექტებს, რაც ინვესტორებისთვის სტაბილური და ოპტიმიზებული ამონაგების გარანტიაა.

ჩვენი ისტორია

იელთი ჯგუფის განვითარების გზა

2025

გაიხსნა La Quinta by Wyndham Batumi. დაიწყო STATUS HOUSE-ის მშენებლობა. აშენებული სივრცემ გადააჭარბა 300,000 მ²-ს. დაგეგმილია დამატებით 100,000 მ²-ის მშენებლობა. განხორციელდა რებრენდინგი. მესამედ დაჯილდოვდა LEADER OF THE YEAR-ის ტიტულით.

2025

2024

გაფორმდა პარტნიორობა Barceló Hotel Group-თან. დაიწყო Spanish Quarter in Tbilisi – Barceló Hotel Group-თან პარტნიორობით. ექსპლუატაციაში შევიდა RAINBOW და SUNSET კომპლექსები. გაფორმდა ხელშეკრულება საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიასთან – IPM.

2024

2023

ELT Group წარდგა არაერთ საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენაზე. მეორედ დაჯილდოვდა LEADER OF THE YEAR. დაიწყო OPTIMA RESIDENCE-ის მშენებლობა.

2023

2022

გაიხსნა პირველი აპარტოტელი სასტუმროს სრული სერვისებითა და მაღალი სტანდარტებით. ჩამოყალიბდა სასტუმრო ტიპის აპარტოტელების კონცეფცია. დაიწყო მასშტაბური კოპმპლექსის MARINA CLUB-ის მშენებლობა.

2022

2021

დაიწყო ახალი კომპლექსის მშენებლობა – RAINBOW. კომპანიის გუნდი გაფართოვდა. ELT Group დაჯილდოვდა LEADER OF THE YEAR, როგორც ყველაზე სწრაფად განვითარებადი კომპანია.

2021

2020

დაიწყო მრავალფუნქციური კომპლექსის – ELT Quarter-ის ფორმირება. დასრულდა SUNRISE Residence-ის მშენებლობა.

2020

2019

დაიწყო მეორე კომპლექსის მშენებლობა – WYN RESIDENCE. გაფორმდა პარტნიორობა Wyndham Hotels & Resorts-თან. დაიწყო რეგიონში პირველი La Quinta by Wyndham სასტუმროს მშენებლობა.

2019

2018

დაიწყო საინვესტიციო შეთავაზებების წარდგენა ქართულ და უცხოურ ბაზრებზე. კომპანიამ მოიზიდა პირველი უცხოელი მომხმარებლები, მონაწილეობა მიიღო უდიდეს უძრავი ქონების გამოფენებში.

2018

2017

ELT Building Development-ის დაარსება ბათუმში. მიზანი: ხარისხიანი და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების განვითარება შავი ზღვის სანაპიროზე. დაიწყო პირველი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა – SUNRISE.

2017