24 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“, უძრავი ქონების სექტორის კონფერენცია GREMO 2026 გაიმართა, რომლის გენერალური სპონსორი „იელთი ჯგუფი“ იყო.

წლევანდელი კონფერენცია, სახელწოდებით „კაპიტალის ახალი ჰაბი: თბილისი გლობალურ საინვესტიციო რუკაზე“, დედაქალაქის საინვესტიციო პოტენციალს, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პერსპექტივებსა და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობებს დაეთმო.

„იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მახარაძემ, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებამ დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელები, ინვესტორები, არქიტექტორები, იურისტები და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა.

„იელთი ჯგუფი“ მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს პროფესიულ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს სექტორის განვითარებას, ბიზნესდიალოგის გაღრმავებასა და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას.