„იელთი ჯგუფი“ მუდმივად მხარს უჭერს კულტურულ ინიციატივებს, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს. ამ საქმიანობას ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილად მივიჩნევთ.
15 ნოემბერს, ათენში, ნიკო გომელაურის სახელობის ქართულ თეატრში, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის განსაკუთრებული საღამო გაიმართა - „მუსიკით მოსმენილი ქართული კინოს ისტორია“. მრავალფეროვანი პროგრამა მოიცავდა ქართული კინომუსიკის ცოცხალ შესრულებასა და საინტერესო აქტივობებს. საღამოს დასასრულს, სტუმრებს „იელთი ჯგუფისგან“ საჩუქრები გადაეცათ.