Realty Forum-ის ფარგლებში, ღონისძიების გენერალური სპონსორის სტატუსით, საერთაშორისო საბროკერო სექტორის წარმომადგენლებს ვუმასპინძლეთ და მათ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ჩვენი პროექტების საინვესტიციო პოტენციალი გავაცანით.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი პროფესიული პლატფორმა იქმნება, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობასა და ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენას.
მადლობა Realty Forum-ს ამ შესაძლებლობისთვის. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იქნება.






