„იელთი ჯგუფი“ წარმოდგენილი იყო ლიბანში გამართულ ორ Roadshow-სა და უძრავი ქონების გამოფენაზე.
ღონისძიებების ფარგლებში კომპანიამ საერთაშორისო აუდიტორიას გააცნო მიმდინარე, მასშტაბური პროექტები, საინვესტიციო შესაძლებლობები და სამომავლო ხედვა, ასევე გამართა შეხვედრები პოტენციურ ინვესტორებსა და უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლებთან.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს - Compass Real Estate-ს, SPG-სა და XEYOX-ს ნდობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის.
„იელთი ჯგუფი“ აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კომპანიის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერებისთვის, ისე საქართველოს, როგორც მიმზიდველი საინვესტიციო მიმართულების წარმოჩენისთვის.



