„იელთი ჯგუფი“ წარმოდგენილი იყო ბირმინგემში გამართულ საერთაშორისო უძრავი ქონების გამოფენაზე - A Place in the Sun Live.
ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ საერთაშორისო აუდიტორიას გააცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, ქვეყნის მაკროეკონომიკური და სექტორული მიღწევები, ასევე „იელთი ჯგუფის“ ბათუმსა და თბილისში მიმდინარე მასშტაბური პროექტები, საინვესტიციო შესაძლებლობები და განვითარების ხედვა.
ბირმინგემში გამართული შეხვედრები მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ბრიტანელ და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, ახალი საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებისა და კომპანიის მასშტაბური პროექტების ახალ აუდიტორიაზე წარდგენისთვის.
„იელთი ჯგუფი“ აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო ბაზრებზე საქმიანობას და საქართველოს უძრავი ქონების საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას.



