12 ივნისს, ბათუმმა უძრავი ქონების ფორუმს - GREMO 2026-ს უმასპინძლა, სადაც „იელთი ჯგუფი“ გენერალური სპონსორის სტატუსით წარსდგა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „Hard Talk“ დისკუსია გიორგი ისაკაძის მოდერატორობით, რომელშიც სპიკერის სახით მონაწილეობა „იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მახარაძემ მიიღო. ჩვენი კომპანია კვლავ აგრძელებს იმ მასშტაბური პლატფორმების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესგარემოს გაჯანსაღებასა და სექტორის წამყვან მოთამაშეებს შორის გამოცდილების გაზიარებას.