„იელთი ჯგუფი“ გახლდათ ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ღონისძიების Networking Georgia-ს გენერალური სპონსორი და მთავარი პარტნიორი.
ღონისძიება 2–3 ოქტომბერს გაიმართა წინანდლის ისტორიულ მამულში.
ჩვენთვის ეს იყო უდიდესი პატივი, ვყოფილიყავით ამ გამორჩეული ბიზნეს ივენთის პარტნიორი და გვემასპინძლა 800-მდე სტუმრისთვის, რომლებიც დღეს წარმოადგენენ საქართველოს წამყვან ბიზნეს აუდიტორიას.
ნეთვორქინგი ჩვენს საქმიანობაში მხოლოდ კონტაქტების გაცვლა არ არის, ეს არის კონკურენტული უპირატესობა და უნარი, რომელიც ქმნის მომავალ წარმატებებს.
სწორედ ამგვარი შეხვედრები აჩენს შესაძლებლობებს ახალი პროექტებისთვის, ინვესტიციებისთვის და პარტნიორობისთვის.

„იელთის“ ჩართვა ამ ღონისძიებაში იყო ჩვენი მისიისა და პასუხისმგებლობის გამოხატულება, რადგან ჩვენი კომპანია თავისი საქმიანობით და თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯით ქვეყნის განვითარებასა და უკეთესი მომავლის შექმნას ემსახურება.
განსაკუთრებული მადლობა Bene Exclusive • ბენე ექსკლუზივი-სა და ორგანიზატორთა გუნდს პროფესიონალური მიდგომისთვის და იმ პლატფორმის შექმნისთვის, რომელიც აერთიანებს ბიზნესს, იდეებსა და ადამიანებს.
ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ აქტიური მონაწილეობა იმ ტიპის ინიციატივებში, რომლებიც აძლიერებენ ბიზნეს ეკოსისტემას საქართველოში და ავითარებენ ურთიერთობების კულტურას.