ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი დინამიურად ვითარდება, მასთან ერთად კი იზრდება მოთხოვნა მაღალი კლასის, პროფესიონალურ მენეჯმენტზე. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, დეველოპერულ კომპანია „იელთი ჯგუფსა“ და საერთაშორისო მმართველ კომპანია IPM-ს შორის 2022 წელს დაწყებული თანამშრომლობა სრულიად ახალ, კიდევ უფრო მასშტაბურ ფაზაში გადადის. პარტნიორობის ფარგლებში, IPM სრულად იღებს პასუხისმგებლობას ბათუმის ახალ ბულვარში, „იელთი კვარტალში“ არსებული აპარტოტელების მართვაზე.
საქართველოსა და, კერძოდ, აჭარის რეგიონში არაერთი ადგილობრივი თუ უცხოური ბრენდია წარმოდგენილი, თუმცა ზღვისპირა ქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ისეთი პარტნიორის შერჩევა, რომელსაც სწორედ აპარტოტელების მართვის მიმართულებით აქვს პროფილური გამოცდილება. 2017 წელს დაარსებული უძრავი ქონების მართვისა და მომსახურების კომპანია IPM წარმატებით ოპერირებს ევროპის 5 ქვეყანაში: ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და კვიპროსში. კომპანიის პორტფოლიო ბუტიკურ სასტუმროებსა და აპარტამენტებს აერთიანებს, რაც მათ თითოეულ პროექტზე ინდივიდუალური და ეფექტიანი მიდგომის მორგების საშუალებას აძლევს. გამჭვირვალობა და მაღალი პროფესიონალიზმი - ეს არის ის ორი მთავარი პრინციპი, რომლითაც ბრენდი ობიექტებს მართავს. შედეგად, უძრავი ქონების მფლობელები საკუთარი ინვესტიციიდან სტაბილურ, ოპტიმიზებულ და მაქსიმალურად მომგებიან ამონაგებს იღებენ.
„იელთი ჯგუფს“ უკვე აკავშირებს წარმატებული თანამშრომლობა ისეთ გლობალურ ბრენდებთან, როგორიცაა Barceló Hotel Group და Wyndham Hotels & Resorts. პარტნიორთა ქსელში IPM-ის დამატება კიდევ უფრო ამყარებს „იელთის“ რეპუტაციას უმაღლესი ხარისხის უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესისა და ეფექტიანი ინვესტიციების მიმართულებით.
იხილეთ ვრცლად სტატია: businessinsider.ge
